ამინდი
112 მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს.

,,გაცნობეთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ," - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უწყების ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.
| Print |