არჩევნები
ხიზაბავრაში ენმ-ს წევრები ქართული ოცნების წარმომდგენლებს დარღვევებში ადანაშაულებენ
ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში ენმ-ს წევრის ლევან პაქსაძის თქმით, სოფლის დეპუტატისა და რწმუნებულის მხრიდან მიმდინარეობს კომისიის წევრებზე ზეწოლა. ოპოზიციური პარტიის წარმომდგენელი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე უბანზე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები აგიტაცას ეწევიან.

,,დილით უბანი რომ გაიხსნა, დაახლოებით 9-ის ნახევრზე, სოფლის დეპუტატი და გამგებელი უბანზე მოვიდნენ და მას მერე გამოჰყავთ კომისიის წევრები და მათზე ხორციელდება ზეწოლა.  ზედ უბანზე არიან სოფლის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, გამოჰყავთ ჩვენი კომისიის წევრები" - აცხადებს tv9news.ge-სთან ენმ-ს წარმომადგენელი ასპინძის რაიონული ორგანიზაციიდან ლევან პაქსაძე. 

,,სოფლის რწმუნებულმა ახლაც (08:50 სთ) გამოიყვანა ორი ადამიანი, ორივე კომისიის წევრი, უბნიდან დაახლოებით 300 მეტრზე გაიყვანა და იქ აძლევს მითითებებს. კომისიის წევრები გამოჰყავთ როგორც უნდათ, შედიან უბანზე და დგანან დეპუტატი, გამგებელი და კოორდინატორი. ესენი არიან ნოდარ ბაბელაშვილი, გოჩა ყრუაშვილი და ნუგზარ ტატურაშვილი. არაფერს ერიდებიან" - აცხადებს თემურ პლაჭიაშვილი.

სამცხე–ჯავახეთში 188 საარჩევნო უბანია, 75–ზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდება, 113–ზე კი ელექტრონულად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგიონში 143 587 ამომრჩეველია, მათგან ყველაზე მეტი ახალქალაქში, ყველაზე ნაკლები ასპინძაში.
| Print |