ხალხის აღწერა არ მჭირდება, ზეპირად ვიცი - მანუჩარ სანდროშვილი
17:11 / 26.10.2024
ასპინძის სოფელ რუსთავში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მანუჩარ სანდროშვილის თქმით, ის ვალდებულია იყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე. ამბობს, რომ ამომრჩევლის აღრიცხვა არ ჭირდება, რადგან ყველა მოსახლეს კარგად იცნობს. არსებულ ვითარებას აპროტესტებენ ოპოზიციაში. ენმ-ს წარმომადგენელი ასპინძაში ლევან პაქსაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კომისია საჯარო მოხელეებითა და აიპის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, უბანზე კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმყოფება.