არჩევნები
განსაკუთრებული აქტივობით ქალაქში სამი, ხოლო მუნიციპალიტეტში ურავლის უბანი გამოირჩევა - თეა გავაშელი
ცესკოს მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 33 535 ამომრჩეველია. 37-ე ახალციხის ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარს თქმით, 17 საათისთვის მოქალაქეობრივი ვალი 60%-მა მოიხადა. თეა გავაშელის თქმით, საარჩევნო პროცესი ახალციხის ოლქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება საჩივრებს, ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ დაფიქსირებულა, უბანზე პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით კი ადგილზე იქნა აღმოფხვრილი.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათგან განსაკუთრებული აქტივობით ქალაქში სამი, ხოლო მუნიციპალიტეტში ურავლის უბანი გამოირჩევა. თეა გავაშელის ინფორმაციით, გადასატანი ყუთის საარჩევნო ბიულეტენებს, კომისიის თავმჯდომარე ფარულობის დაცვით, მოათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთში.

| Print |