არჩევნები
ქართული ოცნება ახალციხეში გამარჯვებას ზეიმობს
ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, ქართული ოცნება ახალციხეში, საპარლამენტო არჩევნებში მეოთხედ გამარჯვებას ზეიმობს. ზუსტად ოც საათზე, როგორც კი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა, ქალაქში ფოიერვერკები ისროლეს და შტაბში გამარჯვების სიმღერა ჩართეს. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები მადლობას უხდიან ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის და აცხადებენ, რომ ქვეყანა განადგურებას გადაურჩა. 



| Print |