საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდაზე 2 569 მსურველი დარეგისტრირდა
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 2 569 პირი შეადგინა, აქედან გამოცდაზე 1 827 ქალი და 742 კაცი დარეგისტრირდა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ცესკოს ინფორმაციით, პიროვნება, სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში პიროვნებას სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა.