არჩევნები
გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე იციან სავარაუდო თარიღი და შეუძლიათ შესაბამისი აქტივობები დაგეგმონ.

| Print |