საოლქო კომისიის წევრებს, საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს აცნობენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს მართავს.
ცესკოს წარმომადგენლები ამჯერად ბორჯომს ესტუმრნენ. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო-საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს, საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები გააცნეს.
როგორც ცესკოს იურისტებმა აღნიშნეს, საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების დიდი ნაწილი, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ამოქმედდება.