არჩევნები
ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე "პატრიოტთა ალიანსიდან" მერობის კანდიდატია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ერთვება.
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის მერობის კანდიდატი "პატრიოტთა ალიანსიდან" იქნება.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ, "მე–9 არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ზაზა ჩაჩანიძის ოფიციალური წარდგენა, ცხრა სექტემბერს იგეგმება.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარტიას მხოლოდ ზაზა ჩაჩანიძის კანინდატურა აქვს გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩაჩანიძემ თანამდებობა 31 აგვისტოს დატოვა.

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისიდან ხელმძღვანელობდა, იგი საკრებულოში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა.
| Print |