არჩევნები
"უნდა გავაკონტროლო, ვინ არის პოზიციონერი და ვინ ოპოზიციონერი" – ვალეში ამომრჩეველს აღრიცხავენ
ვალეს #10 საუბნო საარჩევნო კომისიის წინ, რამდენიმე მოქალაქე ხმის მიცემამდე ამომრჩეველს ეკითხება, ვის უჭერს მხარს და მონაცემები სიაში შეაქვს.

ერთ–ერთი კოორდინატორის სია "მე–9 არხს" ჩაუვარდა ხელში. მასში ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი და ტელეფონის ნომრებია მითითებული.

აქტივისტებს აქვთ მობილური ჯგუფის, ავტომობილების, მძღოლების მონაცემები. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მანქანებით მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიჰყავთ.

კოორდინატორების ნაწილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" აგიტატორია, ნაწილს კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოწმობა აქვს. აქტივისტები ამბობენ, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიის მხარდამწერებს აღრიცხავენ.

მმართველ პატიაში ამბობენ, რომ მათი წარმომადგენლები უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვას არ აწარმოებენ.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შენობის გარეთ მიმდინარე პროცესებს, ის ვერ გააკონტროლებს.

უბანზე მისულ ამომრჩეველს აღნიშნავდნენ სხვილისშიც.

| Print |