არჩევნები
ბორჯომში არჩევნების მეორე ტური იმართება
ბორჯომში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

#36 ოლქის ამომრჩეველი, მუნიციპალიტეტის მერს ირჩევს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძეს შორის მოუწევთ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბორჯომის 30-ვე უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 26 529 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
| Print |