ეკონომიკა
,,ვივუსმა" უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე" – ფინანსთა მინისტრი
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებთ პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივის დეტალები განმარტა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

კომპანია "ვივუსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაზე უარს აცხადებს.

"ეს იყო "ვივუსი", რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე", - განაცხადა ფინანსტა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა.

ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
| Print |