ეკონომიკა
მილიონ–მილიონი ლარი ბიუჯეტიდან
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დაფინანსება „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს, ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით რეგისტრირებულმა გრიგოლ ვაშაძემ 37,74 %, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 10,97 % მიიღო.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.
| Print |