ეკონომიკა
დაგროვებითი საპენსიო ფონდი 2 915 ადამიანმა დატოვა
დღეს, საპენსიო ფონდში 747 774 უნიკალური მონაწილეა, მათგან 187 472 საჯარო სექტორიდან, ხოლო 581 439 კერძო სექტორიდან არის.

საპენსიო ფონდში ჩართულია 49 535 კერძო კომპანია. ფონდის ღირებულება 145 მილიონს აღემატება, მათ შორის დარიცხული სარგებელი 784 313 ლარია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმა არის გრძელვადიანი ანაბარი, ვიდრე კომერციულ ბანკში განთავსებული ანაბარი.

აკაკი ზოიძე იმასაც აღნიშნავს, რომ საპენსიო დანაზოგი არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. ,,ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ რისკს იმაზე, რომ საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, 20 წელიწადში, 25-ში, 30-ში, მაგრამ აუცილებლად იქნება. ეს ფული მუშაობს სწორედ აყვავებისთვის და ეკონომიკის განვითარებისათვის. მუშაობს ყველა ჩვენი საერთო ფული და კიდევ იმისათვის ვიყენებთ, რომ ღირსეული და ნორმალური სიბერე გვქონდეს.“

აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს და თანხებიც სწორედ მეტი დასაქმებულების მოზიდვაში უნდა დაიხარჯოს. ,,ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით, ისე როგორც გაწერილია კანონში“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
| Print |