ეკონომიკა
საწვავი ისევ გაძვირდა
ქვეყნის მასშტაბით, გაიზარდა ყველა ტიპის ბენზინისა და დიზელის ღირებულება.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე სანქციები დააწესა. იმპორტიორები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ. ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, შეამციროს აქციზის გადასახადი, რომელიც 25 დან 50 თეთრამდე 2017 წელს გაზარდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გადასახადებისა და რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, საწვავი საგრძნობლად გაიაფდება.

საქართველოში საწვავის ფასის მატებას ნავთობ იმპორტიორები საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებას უკავშირებენ.

საწვავის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში საშუალოდ 7-10 თეთრით არის გაზრდილი. 
დღეს, ბარელის ფასი 74 ამერიკული დოლარია, პლაცის ფასი კი ახალი წლიდან დღემდე 30 პროცენტით გაიზარდა.

| Print |