ეკონომიკა
უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში - საქსტატი
2018 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე, გასულ წელთან შედარებით 1.2% შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2018 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში 2.7%-ით აღემატებოდა ქალების მაჩვენებელს.

„2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა“,- წერია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

კვლევის შედეგები ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8%).


| Print |