ეკონომიკა
მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის აპარატი შეხვდა

 

ბიზნესომბუდსმენის აპარატი, სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად, ახალციხეში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.

 

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, ბიზნეს დავების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელა. ლევან კალანდაძის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ რეგიონში არსებული პრობლემები დროულად და სრულფასოვნად გადაიჭრას.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრას, საქართველოს რეგიონებში განაგრძობს.

| Print |