ბოლო ორი თვის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნედლეულის ფასი თანდათან იკლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის 7 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 63.29 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში კი 53.99 დოლარი. ამის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი დღითიდღე იმატებს.
გენადი ზედგინიძის შემოსავლის ძირითადი წყარო ტაქსის მძღოლობიდან მიღებული თანხაა. პენსიონერი მამაკაცი ახალციხის ქუჩებში მთელი დღე დგას. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მგზავრების რაოდენობამაც იკლო. ერთ-ერთ მიზეზად საწვავის ფასს ასახელებს. ბენზინის ღირებულებამ 2.60 ლარს მიაღწია.
„დღეში საშუალოდ, სამჯერ ვასხამ ბენზინს. საწვავის ფასი ყოველ დღე იმატებს. კლიენტი ისედაც არ მყავდა და ახლაც თითქმის ტყუილად ვდგავარ“, - ამბობს გენადი ზედგინიძე.
ტაქსის მძღოლების თქმით, ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ერთის მხრივ, საწვავი ძვირდება, მეორეს მხრივ კი, საზოგადოების ეკონომიკური მდომარეობის გამო მომსახურების ფასს ვერ ზრდიან.
„ყველაზე იაფიან საწვავს ვასხამ, ბენზინის ხარისხის გამო მანქანა წესიერად არ მუშაობს. ხალხს ისედაც უჭირს, თუ გავაძვირებთ საერთოდ აღარ გვეყოლება კლიენტი“,- ამბობს ოთარ გიქოშვილი.
თეიმურაზ კვიჟინაძე ერთ-ერთი მძღოლია, რომელიც საწვავს ყოველდღიურად მოიხმარს. მისთვის ბენზინის ხარისხი უპირატესია.
„საწვავის ფასის გაზრდა არავის სიამოვნებს, თუმცა საბაზრო ფასთან შედარებით, ვფიქრობ სტანტარტულია. საშუალოდ, დღეში ოცი ლარის ბენზინი მჭირდება“,- ამბობს თეიმურაზ კვიჟინაძე.
„დღეს ავტომობილი ფუფუნების საგნადაა ქცეული, მაგრამ ოჯახისთვის მანქანა საჭიროა. საწვავს ხშირად ვასხვამ. ბენზინის სიძვირე ჩემს ბიუჯეტზე ცუდად აისახება“,- გვითხრა ავტომობილის მძღოლმა ნანა გელაშვილი.
„დღეში მინიმუმ, 20 ლიტრი საწვავი მჭირდება, ფასთან ერთად ხარისხიც მნიშვნელოვანია, თუმცა ხარისხიანი აღარაფერია საქართველოში“,- ამბობს ზაქრო ღონღაძე.
ბენზინგასამართ სადგურებში, საწვავის ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებლის რაოდენობამ იკლო.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვასთან შედარებით ჩვენთან ფასი შედარებით დაბალია, მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა“,- ამბობს გელა ჯვარიძე.
ექსპერტების თქმით, ნავთობის შემომტანი კომპანიების პოზიცია, რომ საწვავის გაძვირებას ინფლაცია იწვევს, უსაფუძვლოა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბენზინის ფასის ზრდაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს - ამბობს როინ თაქთაქიძე.
„საქართველოში საწვავი ხუთ კომპანიას შემოაქვს, რომლებიც ერთმანეთში თანხმდებიან და მაქსიმალურ მოგებას იღებენ. ამ საქმიდან ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს ჩარევაა“, - უთხრა „მეცხრე არხს“ როინ თაქთაქიძემ.
მისი ინფორმაციით, ნავთობშემომტან კომპანიებს შეუძლიათ საწვავი 40-60 თეთრით ნაკლებ ფასში გაყიდონ. ამ შედეგის მისაღებად კი სახელმწიფოს ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებას ურჩევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.