ეკონომიკა
ქუთაისი-აბასთუმანის გზის 6კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 81-87 კმ. მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ღირებულება 17 მლნ. 476 132 ლარია. მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 15-ში დასრულდება. სამუშაოების საგარანტიო ვადა ორ წელს შეადგენს.

პროექტში აღნიშნულია, რომ გზის ეს მონაკვეთი (6, 2 კმ.) ზღვის დონიდან 1800-1300 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გადის დაუსახლებულ, ტყიან ზონაში, ხოლო მისი ბოლო ნაწილი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდ. ბარათხევის ხეობაში სრულდება.
| Print |