ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა

 

ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 10 ივლისის შემდეგ, ერთი დოლარის შეძენა ხუთი თეთრით უფრო იაფად არის შესაძლებელი - 2.85 ლარად.

ხუთი თეთრით გაიფდა ევროც. ერთი ევროს ღირებულება 3.2094 ლარია.

ახალ კურსს დღეს, 15 ივლისს გამოაქვეყნებს, რომელიც ძალაში ხვალიდან შევა.
| Print |