ეკონომიკა
ივნისში პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.
გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი 103.6%-ით;
მსხალი - 53.4%-ით;
ხახვი - 51.9%-ით;
ნიორი - 32.4%-ით;
მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.4%-ით;
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 28.2%-ით;
საზამთრო - 25.5%-ით;
კარტოფილი - 23.1%-ით;
გაყინული თევზი - 21.4%-ით.