ეკონომიკა
188 ლარი არსებობისთვის - როგორ იცვლებოდა საარსებო მინიმუმი საქართველოში (ინფოგრაფიკა)

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შრომისუნარიანი ასაკის პირის საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად ითვლის. ბოლო მონაცემებით, ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი ორი ლარით შემცირდა და 188.1 ლარი შეადგინა.

თანხის 70% სურსათზეა გადანაწილებული, 30% კი ტანსაცმელზე, კომუნალურ ხარჯებზე, მედიკამენტებსა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე.

საარსებო მინიმუმი ინფლაციის გათვალისწინებით, სამომხმარებლო კალათაში შესული პროდუქტების ფასებით იანგარიშება.

საქართველოში საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის მიიღეს. კანონის მიხედვით, აღნიშნული თანხა არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების თუ შემწეობების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის.

საარსებო მინიმუმის მონაცემები 2004 წლიდან დღემდე, საქსტატის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
| Print |