ეკონომიკა
ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს აცდა
ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-ან ნიშნულს პირველად გადააბიჯა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 25 ივლისს მოქმედებდა, 2.9010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3.2343 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0153 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვითარება საგანგაშო არ არის და ამიტომ მთავარი ფინანსური უწყება ჩარევას არ აპირებს. კობა გვენეტაძის აზრით, ეს არის გარე შოკები, რომელიც დარეგულირდება.

| Print |