ეკონომიკა
დღეს ერთი დოლარი 2.93 ლარი ღირს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9321 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0375 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2840 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2312 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ ერთ დღეში 0.0528 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკი აღნიშნავს, ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს.

„ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
| Print |