ეკონომიკა
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1 775.4 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 677.8 მლნ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 77 324 500 დოლარი შეადგინა;
მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 58 765 300 დოლარით;
მე-3 ადგილზე კი 30 720 800 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია;
ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 19 020.100 და 13 978 900 დოლარით. 

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს - უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 89 252 200 დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა.
მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 31 272.100 დოლარი შეადგინა; მას კი 16 538 400 დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს.
რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, მიღებული ქვანახშირისაგან მყარი საწვავის სახეობები მზესუმზირის ზეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 15 112.700 და 13 554.000 დოლარით.

წყარო: bpn.ge
| Print |