ეკონომიკა
საარსებო მინიმუმი 90 თეთრით შემცირდა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის თვის საარსებო მინიმუმი გამოთვალა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში ერთ შრომისუნარიან ადამიანს საარსებო მინიმუმად 187.2 ლარი განესაზღვრა, რაც ივნისთან შედარებით 90 თეთრით ნაკლებია. 

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში ორსულიან ოჯახს არსებობისთვის 265.2 ლარი სჭირდება, სამსულიანს 298.4 ლარი, ოთხსულიანს 331.5 ლარი, ხუთსულიანს 373.0 ლარი ექვს და მეტსულიანს კი 441.0 ლარი.

საქსტატი 2004 წლიდან საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად ანგარიშობს სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

 

| Print |