ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის შეძენა 2,9279 ლარით არის შესაძლებელი.

კურსი, რომელიც 24 აგვისტომდე მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.

ლარი ოდნავ გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და დღეს მოქმედი კურსი 3.2365 ლარია. მაშინ როცა მანამდე 3.2487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.22 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 0.5072 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5764 ლარი ეღირება.

ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, 24 აგვისტოდან შევა ძალაში.


| Print |