ეკონომიკა
საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო პროგრამაში. ამავე ასაკობრივი კატეგორიის 71 % კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში. 40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ - არა.

კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას - საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30% ამბობს, რომ სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართა. საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2 132 დასრულებული ინტერვიუ. შედეგების საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.
| Print |