ეკონომიკა
ერთ წელში პური - 10.8%-ით; ხორცი - 12.6%-ით; თამბაქო კი - 29%-ით გაძვირდა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პურსა და პურპროდუქტებზე, ხორსა და ხორცის ნაწარმზე, თამბაქოზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე. კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პური - 10.8%-ით; ხორცი - 12.6%-ით; რძე, ყველი და კვერცხი - 14.6%-ით, თამბაქო კი - 29%-ით გაძვირდა. 

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა.

 

| Print |