ეკონომიკა
რვა თვეში მთავრობამ 1 ლარად 483 უძრავ-მოძრავი ქონება გაასხვისა

 

2019 წლის რვა თვეში, მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 433 ქონება გაასხვისა, შედეგად ბიუჯეტში 3 151 081.73 ლარი შევიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზაციო ობიქტებიდან 88% სიმბოლურ - 1 ლარად გასხვისებული ქონებაა, ჯამში 383 უძრავ/მოძრავი ქონება. 

ერთ ლარად გასხვისებულ ქონებებს შორის არის ბახმაროში დაახლოებით, 44 ათასი კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი, 36,7 ათასი კვ/მეტრი საგარეჯოში და რამდენიმე მიწის ნაკვეთი თბილისში. ასევე 1 ლარად პრივატიზებულ ქონებებს შორის მოხვდა საცხოვრებელი ფართებიც, რამდენიმე ტრაქტორი და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება.
| Print |