ეკონომიკა
"აჭარა ჯგუფმა" აბასთუმანში 1924 წელს აშენებული სანატორიუმის შენობა შეიძინა

 

“აჭარა ჯგუფმა” კურორტ აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა შეიძინა. წელიწადნახევარში კი ამ შენობის რეკონსტრუქციის შედეგად სასტუმრო “რუმს აბასთუმანი” გაიხსნება. პროექტის განვითარებისთვის “აჭარა ჯგუფი“ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ პირველი სასტუმრო “რუმსი” 2012 წელს ყაზბეგში გახსნა. 2014 წელს პროექტის საერთაშორისო აღიარებამ ხელი შეუწყო თბილისში იმავე ბრენდის სასტუმროს შექმნას. მიმდინარე წლის ზამთრის სეზონამდე კი ახალი ski-in ski-out კონცეფციის სასტუმრო “რუმს კოხტა” გაიხსნება.

2020 წლისთვის “აჭარა ჯგუფი” ბათუმში XIX საუკუნის შენობაში “რუმს ბათუმს” გახსნის. 

წყარო: at.ge
| Print |