ეკონომიკა
პარლამენტის გადაწყვეტილებით, თუთუნი ძვირდება

 

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. თამბაქოს ნედლეულზე, ერთ კილოგრამზე 60-ლარიანი გადასახადი წესდება.

კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს. მისი ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია.

2019 წლის 19 სექტემბერს ასაწონი თუთუნის დაბეგვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხი მოსაწესრიგებელია, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი აქციზური საქონელი არ იბეგრება".
| Print |