ეკონომიკა
ამოღებულია 5 000 კგ-ზე მეტი მარიხუანა
თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო.

თურქული მედიის ინფორმაციით, „ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დიარბაქირის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის დროს 5000 კგ მარიხუანა იპოვეს“.

ანკარა აცხადებს, რომ „თურქმა სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს და ტერორისტების კუთვნილ, მიწაში დამარხულ, დამწვარ იარაღსაც მიაგნეს“.

თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. ასევე, PKK ტერორისტთა დაჯგუფებად არის აღიარებული ნატოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის მიერ.

ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთსა და ერაყში დაფუძნდა. 1984 წლიდან ეს ორგანიზაცია თურქეთთან შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული.

ფოტო: Twitter
| Print |