ეკონომიკა
საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სექტემბრის თვის საარსებო მინიმუმი გამოთვალა. 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, თანხა 70 თეთრით გაიზარდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189.2 ლარი იყო. 

საქსტატი 2004 წლიდან საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად ანგარიშობს სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
| Print |