ეკონომიკა
კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2 ოქტომბრის განკარგულებაშია აღნიშნული.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მისო ბბ კრედიტი“, სებ-ის განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

2019 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის

იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული,
თებერვლის მონაცემებით - 63 მისო;
მარტ-აპრილში - 61;
მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა;
ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული,
ივლისში - 55;
აგვისტოში - 53,
ხოლო 12 ოქტომბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 50-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა 17-ით შემცირდა. გასული წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 მისო იყო რეგისტრირებული.
| Print |