ეკონომიკა
რას ვყიდით ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი
2019 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო პოზიციაზეა.

კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-ჩინეთს შორის 772 378.4 ათასი დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით ჩინეთში.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფი სპილენძის მადნები იყო, რომლის ექსპორტიც 91 099.4 ათასი დოლარი იყო. მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 599.0 ათასი დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზე მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობებია, რომელთა ექსპორტმაც - 9 878.8 ათასი დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები და კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები ინაწილებენ, რომელთა ექსპორტიც იანვარ-სექტემბერში, 1 980.2 ათასი და 1 751.2 ათასი დოლარი იყო.

წყარო: BPN.GE
| Print |