ეკონომიკა
საქართველო, ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მსოფლიოში მესამე ქვეყანაა - BBC
როგორ იყენებენ ჰიდროელექტროსადგურებს კრიპტოვალუტის საწარმოებლად ევროპის აღმოსავლეთ კიდეზე. „ბიბისის“ ჟურნალისტი ედ ბატლერი საქართველოში ბიტკოინის იმ ქარხნების მოსანახულებლად ჩამოვიდა, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ამახვილდებს ყურადღებას. „ჩვენ გვაქვს ახალი ამბიციური გეგმები წყალქვეშა მაღალი-ძაბვის ელექტრობის კაბელების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გააერთიანოს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ევროპის შავი ზღვის სანაპიროებთან. ეს არის იდეა და კარგი გზა, რომ მეტად გავხდეთ ინტეგრირებულნი ევროპის ენერგო სისტემაში“,-აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტი თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანასაც ეწვია, სადაც მას ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორად აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი. მისივე განცხადებით, საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მესამე ქვეყანაა ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ.

„მხოლოდ ეს წარმოება მოიხმარს 389,7 მლნ კვტ/სთ-ს. ეს არის მთელი ქვეყნის მოხმარების 4%. პრობლემა ისაა, რომ არის კიდევ მიკრო-წარმოებები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩემი აზრით, მათ, საერთო ჯამში, მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტი სჭირდებათ“, - აცხადებს დავით ჭაპაშვილი, „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელი, „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტი კომპანიის ლატვიელ დამფუძნებელს კითხვას უსვამს ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიზნესში წილი არ აქვს.

ავტორის თქმით, საჯარო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ივანიშვილს შესაძლოა, არ ჰქონდეს პირდაპირი წილი ამ ბიზნესში, თუმცა მასთან დაკავშირებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ საქართველოში წარმოების დასაწყებად 10 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ავტორი ასევე აცხადებს, რომ საწარმო სპეციალურ თავისუფალ სავაჭრო ზონაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იხდის გადასახადებს ელექტროენერგიისთვის.

წყარო: BPN.GE
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -1 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი -1 °C
img
ბაკურიანი 0 °C
img
ნინოწმინდა -3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2697
RUB
RUB
100
4.6355
TRY
TRY
1
0.5130
USD
USD
1
2.9633
AMD
AMD
1000
6.2163
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.