ეკონომიკა
საქსტატმა ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმად 195.6 ლარი გამოთვალა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის თვის საარსებო მინიმუმი დაითვალა. მათი გათვლებით, ერთ შრომისუნარიან ადამიანს თვიდან თვემდე თავის გატანა 195.6 ლარად შეუძლია. ოქტომბერში ეს ციფრი 2.70 ლარით ნაკლები - 192.9 ლარი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, ორსულიან ოჯახს არსებობისთვის 277.2 ლარი სჭირდება, სამსულიანს 311.9 ლარი, ოთხსულიანს 346.5 ლარი, ხუთსულიანს 389.8 ლარი ექვს და მეტსულიანს კი 460.9 ლარი.

საქსტატი 2004 წლიდან საარსებო მინიმუმს ანგარიშობს სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
| Print |