ეკონომიკა
„ერთი ფანჯრის“ პრინციპი წიაღის მოპოვებაშიც დავნერგოთ“- ნათია თურნავა (ვიდეო)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ.

მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს.
ნათია თურნავამ ასევე მოინახულა წაღვერში ახლადგახსნილი პემზის ბლოკის დამამზადებელი საწარმო, რომელიც ვულკალური წიდის ნედლეულს გადაამუშავებს. საწარმოში 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები“- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სურამთან შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. კომპანიაზე 2018 წელს გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სურამის“ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვებაზე 20 წლის ვადით, წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 254 100 მ-ს შეადგენს.

„ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვას, ასევე წიაღის მოპოვებაშიც დავნერგეთ ეს პრინციპი. წიაღის სააგენტო უკვე სრულად არის დიგიტალიზებული და თავად მეწარმეებმაც აღნიშნეს, რომ არ უხდებათ თბილისში ჩამოსვლა და ადგილზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. შემდეგი ეტაპია, გავამარტივოთ შეთანხმებების პროცედურები სხვადასხვა სტრუქტურასთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


| Print |