ეკონომიკა
ზეთი, შაქარი, რძე - რომელი პროდუქტების გაძვირებაა კიდევ მოსალოდნელი
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, მესამე თვე უწყვეტად იზრდებოდა, რის შედეგადაც ფასების ინდექსმა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულს მიაღწია.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.
ფასების ზრდის უმთავრეს მიზეზად მცენარეულ ზეთზე გაზრდილი ფასი დასახელდა, რამაც ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბერში, ფასების 2.5%-ზრდა გამოიწვია, რითაც, საბოლოო, 181.1 ქულიანი ნიშნული დაფიქსირდა.

მცენარეულ ზეთზე, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ფასები 9.4%-თ იყო მომატებული. მცენარეული ზეთი შვიდი თვე უწყვეტად ძვირდებოდა. მიზეზეად კი მისი ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენება სახელდება.

ზეთის გაძვირების მიზეზად მიჩნეულია ასევე სოიოს, მზესუმზირის და სხვა მცენარეული ზეთის მარაგების შემცირებაც.

დეკემბერში 4.9%-ით გაძვირდა შაქარიც. ზეთის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მიზეზად შაქრის ლერწმის, საწარმოო პროცესში გაზრდილი გამოყენებაა მოაზრებული. FAO-ს განმარტებით, ბრაზილიაში ლერწამს ეთანოლის დასამ,ზადებლად გამოიყენებენ, რამაც მსოფლიო ბაზარზე შაქრის მარაგები შეამცირა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი დეკემბერში მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა და 191.6 ქულა შეადგინა. ნოემბრის თვესთან შედარებით იგი თითქმის არ შეცვლილია, თუმცა 2018 წლის დეკემბრის თვის ნიშნულს 18%-ით აღემატება. ერთწლიან ჭრილში ხორცის გაძვირების მიზეზად ხორცის და ხორც პროდუქტების უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიით ცხოველების მასოვრივი განადგურება სახელდება.

უცვლელია სიმინსის ფქვილის ფასი, თუმცა 1.4%-ით გაიზარდა FAO-ს მარცვლეულის ფასები. პურის ფქვილის გაძვირებას FAO საფრანგეთში საპროტესტო დემონსტრაციებსა და გაფიცვებს უკავშირდებს. სწორედ ამის გამო შეფერხდა საფრანგეთის მხრიდან ფქვილის მიწოდება.

3.3%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ყველზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება.
| Print |