ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8929 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8929 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8944 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1914 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |