Trace International-ის რეიტინგში კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 27-ე ადგილზეა
19:35 / 02.02.2020
კვლევითი ორგანიზაცია Trace International-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო ბიზნესის კორუფციისგან თავისუფლების მხრივ მსოფლიოში 27-ე ადგილზე იმყოფება.
საქართველოს პოზიცია 2018 წლის შეფასებასთან მიმართებით უცვლელია.
ქვეყნის სარეიტინგო ქულა ოთხი ძირითადი კრიტერიუმისგან შედგება, ესენია:
ბიზნესის მთავრობასთან ინტერაქციაა - საქართველოს პოზიცია 16-ე ადგილი; ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება - საქართველოს პოზიცია 37-ე ადგილი; საჯარო და სამოქალაქო ინსტიტუტების/სერვისების გამჭვირვალობა - საქართველოს პოზიცია 31-ე ადგილი; სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა დააკვირდეს პროცესებს - საქართველოს პოზიცია 31-ე ადგილი.
რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ახალი ზელანდია იმყოფება, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი სომალია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების მიერ დაკავებული პოზიციები ასეთია:
სომხეთი - 74-ე ადგილი; აზერბაიჯანი - 79-ე ადგილი; რუსეთის ფედერაცია - 110-ე ადგილი; თურქეთი - 123-ე ადგილი.
Trace-ი ქვეყნების ყოველწლიურ შეფასებას 2014 წლიდან აქვეყნებს. კვლევის მეთოდოლოგია Rand Corporation-თან პარტნიორობით არის შედგენილი. წყარო: bm.ge