ეკონომიკა
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ჩამოდიან

 

საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 12 525 მოქალაქე მუშაობდა, რაც 828 დასაქმებულით მეტია წინა წელთან შედარებით. 2018 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე იყო დასაქმებული, 2017 წელს კი 11 402. 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში სულ 106 ქვეყნის მოქალაქე მუშაობს.

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი პირია ჩამოსული
  • თურქეთი - 2 828
  • აზერბაიჯანი - 1 433
  • ჩინეთი - 1 411
  • უკრაინა - 1 372
  • რუსეთი - 1 148
  • ირანი - 771
  • სომხეთი - 495
  • ინდოეთი - 390
  • ყაზახეთი - 317
  • ბელორუსი - 198
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ჩამოსული მხოლოდ თითო-თითო ადამიანი მუშაობს, ასე გამოიყურება: ბურუნდის რესპუბლიკა; ჩილე; ეთიოპიის დემოკრატიული რესპუბლიკა; ფიჯის რესპუბლიკა; კოლუმბიის რესპუბლიკა; კოსტა-რიკის რესპუბლიკა; ლიბერია; ლიხტენშტეინის სამთავრო; მალტის რესპუბლიკა; მოზამბიკის რესპუბლიკა; ომანის სასულთანო; ქუვეითი; სენეგლი; ვენესუელის რესპუბლიკა; ვიეტნამი და ზიმბამბვე.

 

| Print |