ეკონომიკა
მთავრობა დღგ-ის ახალ რეფორმას გეგმავს

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში შესატანილი ცვლილებების განხილვა დაიწყება, რომელიც ძირითადად დამატებული ღირებულების გადასახადს შეეხება.

"საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები იქნება, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, დღგ-ის მიმართულებას. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ დაახლოებით, მარტში შემოვა კანონპროექტი და ეს იქნება მნიშვნელოვანი პაკეტი, საკმაოდ კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათება იქნება დღგ-ის თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძე.
| Print |