ეკონომიკა
გველი, სელაპი, ბაყაყის თათები - ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც საქართველო ყიდულობს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შემდეგი სახის ეგზოტიკური პროდუქტების იმპორტი განხორციელდა: 
  • ცოცხალი რეპტილიები (გველის და კუს ჩათვლით) - 4.9 ათასი აშშ დოლარი;
  • შინაური მტრედების, მწყერების, სელაპების, ირმების, ბაყაყის თათების და ა.შ. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები (ახალი, გაცივებული ან გაყინული) - 0.8 ათასი აშშ დოლარი;
  • რვაფეხები (Octoрus sрр.) ცოცხალი, ახალი ან გაცივებული - 4.7 ათასი აშშ დოლარი
  • დანარჩენი რვაფეხები (Octoрus sрр.) ცოცხალი, ახალი ან გაცივებულის გარდა - 4.5 ათასი აშშ დოლარი;
  • კუს ჯავშანი, ვეშაპის ან ზღვის სხვა ძუძუმწოვრების ულვაში, რქები, ირმის რქები, ჩლიქები, ფრჩხილები, ბრჭყალები და ნისკარტები, ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები - 0.3 ათასი აშშ დოლარი.
საქართველოში ასევე ხორციელდება, ცოცხალი პრიმატების, ცოცხალი აქლემების და სხვა აქლემისნაირნის, ლოკოკინების იმპორტი. 2019 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული პროდუქტები არ შემოსულა ქვეყანაში, მაგრამ „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ლოკოკინების (ლიპარისის გარდა) იმპორტმა - 2019 წლის მე-3 კვარტალში - 2.7 ათასი აშშ დოლარი; მე-2 კვარტალში ცოცხალი პრიმატების ექსპორტმა 1.9 ათასი აშშ დოლარი; ცოცხალი აქლემების და სხვა აქლემისნაირნის (Camelidae) იმპორტმა კი მე-3 კვარტალში - 40.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: bpn.ge
| Print |