ეკონომიკა
პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს - ეკონომიკის მინისტრი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად მათ წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ზომები და სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი ობიექტებში არსებული პროდუქციის მარაგი იყო, რასთან მიმართებითაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა არ არსებობს.

პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ მარაგებთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ამ კუთხით, პრობლემა პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ არსებობს და მომარაგება ხდება შეუფერხებლად და წუხილის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

bm.ge

 

| Print |