ეკონომიკა
საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა
საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა. დისტანციურად ვერაფერს იყიდით. გამონაკლისია მზა საჭმელი, თუ კვების ობიექტი კლიენტს სახლში მიუტანს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "თავისუფლებას" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მაგალითად, შესაძლებელია გამომცხვარი პიცის ან წვნიანის შეკვეთა, მაგრამ ვერ იყიდით წიგნს, სათამაშოს და ა.შ.

საქართველოში ეს შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე შეიზღუდა.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდება.


| Print |