ეკონომიკა
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ციტრუსი შემოდის
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ბანანი, ციტრუსები, ვაშლი, პომიდორი და კიტრი.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 381 800 აშშ დოლარის ბანანი; 12 613 800 დოლარის - ციტრუსები; 1 876 900 დოლარის - ვაშლი, 5 532 300 აშშ დოლარის პომიდორი და 3 224 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.

მათ შორის, ციტრუსების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც, 8 979 600 აშშ დოლარის ციტრუსი შემოვიდა; მას მოსდევს - ეგვიპტე - 1 471 300 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ნიდერლანდი - 880 ათასი აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი აფრიკა და ირანი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 549 800 და 384 800 დოლარის ციტრუსის იმპორტი განხორციელდა.

bpn.ge
| Print |