ეკონომიკა
რომელ ქვეყნებში გააქვთ ქართული ფეროშენადნობები?
ფეროშენადნობები საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. 2019 წლის განმავლობაში მისმა ექსპორტმა 302.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მესამე ადგილი დაიკავა, 2020 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში კი ფეროშენადნობების ექსპორტი 42 მილიონის ტოლი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 14.1%-ით ნაკლებია.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ, თუ რომელ ქვეყნებში მოხდა 2019 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული ფეროშენადნობების ექსპორტი.

მანგანუმშემცველი პროდუქტების და ფეროშენადნობების ექსპორტი ქვეყნების მიხედვით:

1. აშშ - 116,6 მილიონი აშშ დოლარი;
2. რუსეთის ფედერაცია - 114,5 მილიონი აშშ დოლარი;
3. თურქეთი - 18,4 მილიონი აშშ დოლარი;
4. ირანი - 13,7 მილიონი აშშ დოლარი;
5. ბრაზილია - 6,9 მილიონი აშშ დოლარი;
6. აზერბაიჯანი - 4,9 მილიონი აშშ დოლარი;
7. ჩილე - 4,3 მილიონი აშშ დოლარი;
8. პერუ - 3,8 მილიონი აშშ დოლარი;
9. დიდი ბრიტანეთი - 3,4 მილიონი აშშ დოლარი;
10. ესპანეთი - 3,3 მილიონი აშშ დოლარი;
11. კოლუმბია - 3,1 მილიონი აშშ დოლარი;
12. ყაზახეთი - 2,5 მილიონი აშშ დოლარი;
13. საფრანგეთი - 2,2 მილიონი აშშ დოლარი;
14. იტალია - 1,1 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა "ჯორჯიან მანგანეზი", სილიკონმანგანუმის ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან კომპანიები "რუსელოისი", "ჯი თი ემ გრუპი" და "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია".

სიაში შედიან ქვეყნები, სადაც ექსპორტი 1 მილიონ დოლარს აჭარბებს.
bm.ge
| Print |