ეკონომიკა
მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ - საპროტესტო აქცია სეს-თან
ახალციხის ბაზრის მოვაჭრეები სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობასთან შეიკრიბნენ და ბაზრის გახსნა მოითხოვეს. სავაჭრო ცენტრი ,,ახალციხე“ 7 აპრილიდან სრულად დაიხურა და ვაჭრობა შეწყდა.

ბაზრის დირექცია მოვაჭრეებთან ერთად მასე მერე ელოდება სააგენტოს ნებართვას. 6 დღიანი ლოდინის შემდეგ მალფუჭებადი პროდუქციის გამყიდველები ლია ბექაურისგან ითხოვდნენ პასუხს.

აქციის მონაწილეებს ვიცემერი გურამ მელიქიძე შეხვდა და დაპირდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეამოწმებდნენ ახალციხის ბაზარს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

ახალციხის სავაჭრო ცენტრში, 12 აპრილს, მხოლოდ მაღაზიებმა განაახლეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ბაზარს დეზინფექცია უტარდება, შესავლელებში დეზობარიერები განთავსადა და დახლებიც დისტანციის მიხედვით განლაგდა, სურსათის ეროვნული სააგენტოდან დასტურის პასუხი არ მიუღიათ.

ცენტრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი აცხადებს, რომ უწყებიდან გახსნაზე ნებართვას ყოველ დღე ელის.

ბაზრის დახურვის გამო, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მალფუჭებადი პროდუქტის გამყიდველები აღმოჩნდნენ.

ახალციხის ბაზარი კვირაზე მეტია დახურულია. ხალხმრავლობის გამო 29 მარტს, ახალციხის სავაჭრო ცენტრი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

| Print |